პოლიტიკა
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცადებით, პარტიამ ვერ მოისმინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკაფიო პასუხი კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მხარს დავით ბაქრაძეს, თუკი ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა.
„მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების პასუხი ძალიან მარტივ და მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ და ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მათი ამომრჩევლები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, რათა არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება არჩევნებზე“, - აღნიშნა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ „ევროპული საქართველოს“ კითხვაზე უპასუხა, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, მეორე ტურში გადავლენ გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


