პოლიტიკა
სამწუხაროდ, მე იმედი მაქვს დაკარგული, რომ ჩანაწერებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება - თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფელბის მხრიდან რეაგირება არ იქნება, რადგან ივანიშვილის გუნდს, ამისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
„ხელისუფლება ვერ მოახდენს ამაზე რეაგირებას, რეაგირების მოხდენის პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, აქამდე დაიწყებდა, მაგალითად ჩხარტიშვილის ჩანაწერებზე, სადაც ირკვევა, რომ გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას. სამწუხაროდ, მე იმედი მაქვს დაკარგული, რომ ჩანაწერებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. რეაგირება მოსახლეობამ არჩევნებზე უნდა მოახდინოს, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.
იმდენი ჩანაწერი იყო, რომ ნორმალურ სახელმწიფოში აქამდე დაკითხვაც უნდა ყოფილიყო ჩატარებული და ვიღაცები უნდა დაეჭირათ კიდეც. ამის ნაცვლად, გამოდის კალაძე და კობახიძე და მასხარაობენ და ისმის მათგან ვითომ დაცინვა და 9 წელზე საუბარი“, -აღნიშნა შარაშენიძემ.
„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, სავარაუდოდ, გლდანის ციხეშია გაკეთებული. ჩანაწერის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.
საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას.
ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.
მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.
სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს, გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


