პოლიტიკა
სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს არც ფაშიზმი ესმის სწორად და არც მისი მხარდამჭერები - გიორგი მშვენიერაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, კობახიძემ არასამთავრობოები „ფაშიზმის თანამონაწილეობაში“ დაადანაშაულა.
მშვენიერაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა, რადგან ის ერთ-ერთია მმართველ გუნდში, რომელიც სისტემურად მხარს უჭერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს და არ ითვალისწინებს უმცირესობის პოზიციებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ იძიებდეს მძიმე დანაშაულებს, მესამე სექტორს აკრიტიკებს.
„ჩვენ ყოველთვის მკაცრი რეაქცია გვაქვს ამაზე და ასეთი რეაქცია გვქონდა სწორედ ბოლო პერიოდში გახმაურებულ სკანდალურ ფაქტებზე, რომელი ფაქტებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში და ადასტურებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ისჯებიან მძიმე დანაშაულებებისთვის და სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აქვს ამაზე ადეკვატური პასუხი. ადეკვატური პასუხი იქნებოდა პარლამენტარების მხრიდან ეფექტური გამოძიების ჩატარება, საგამოძიებო ორგანოების მიერ დამნაშავეები გამოკვეთა.
ამის ნაცვლად პასუხი არის იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბოლო ერთი კვირაა ხელისუფლებამ ამოიღო სამიზნეში. მთავარი აქცენტები გადმოდის იმაზე, რომ ჩვენ თითქოს ისეთ რამეს ვამბობ არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს არც ფაშიზმი ესმის სწორად და არც მისი მხარდამჭერები. ფაშიზმი ეფუძნებოდა იდეოლოგიას, სადაც უმრავლესობები წყვეტდნენ ყველაფერს, ისე რომ უმცირესობის ინტერესი არ იყო დაცული. ფაშიზმი იყო იდეოლოგია, სადაც უმრავლესობა რას წყვეტს, ის არის მართალი. „ქართული ოცნების“ გუნდში კი სწორედ, მათ შორის ირაკლი კობახიძე იყო უმრავლესობის გადაწყვეტილების სისტემური მხარდამჭერი“, - განაცხადა მშვენიერაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


