სამართალი
სამწუხაროდ, გამოძიება ერთ წრეზე ტრიალებს - დოდო გუგეშაშვილი
თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება წრეზე ტრიალებს.
გუგეშაშვილმა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები - მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი. გუგეშაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა გამოძიებას წინ წასწევს.
„ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი, ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს“, - თქვა გუგეშაშვილმა.
ცნობისთვის, 2018 წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


