პოლიტიკა
სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის - ირაკლი სესიაშვილი გიორგი გახარიას
„სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მან კითხვით მიმართა შს მინისტრ გიორგი გახარიას, დაგეგმილი რეფორმები რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას.
„ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს, რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, - იკითხა სესიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


