უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2025 09:22
font-size

სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო არის ამის საუკეთესო მაგალითი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უხეში ფორმით ხდებოდა და ეს მნიშვნელოვნად აზიანებდა ევროკავშირთან, ბრიუსელთან საქართველოს ურთიერთობებს.

ამავე კონტექსტში ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც საუბარი შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაშინ უკვე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან სულ სხვაგვარი გზავნილი ისმის და სხვაგვარად ხდება პოზიციონირება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ასახავს იმ „სამწუხარო რეალობას, რომელ რეალობაშიც არის დღევანდელი ბრიუსელი“.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ იდენტობასა და მის პრინციპულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ, თუკი ჩვენ გვსურს – და ჩვენ გვსურს – ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, რომელიც არის დღეს დღევანდელი ევროპის სახე, რა თქმა უნდა, ჩვენი სუბიექტური სურვილიც იქნებოდა, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი და ეს ევროკავშირი იყოს ისეთი, რომლის წევრობაც ჩვენ გვინდა“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ევროკავშირში მიმდინარე პროცესები რთული საყურებელია, თუმცა საქართველო ურთიერთობების გამოსწორების იმედს არ კარგავს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება და რომ რეალობის უგულებელყოფას აღარ გააგრძელებს ბრიუსელი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი