პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ - გიორგი აბაშიშვილი
გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის წევრების კითხვები შეეხებოდა კონსტიტუციას, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის ბალანსის სისტემას სახელმწიფო ინსტიტუტებში.
„დაისვა კითხვები, რამდენად არსებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რამდენად მიღებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ბალანსის სისტემას და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ცხადია, ამაზე პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა და სამწუხაროა, რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით საუბრის თემა იყო ასევე, აზერბაიჯანელის ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით დელეგაციის წევრებმა გამოხატეს ძალიან დიდი შეშფოთება ამ თემასთან მიმართებაში.
„ცხადია არის შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბატონი მუხთარლის საქმე არის ჩვენი დიდი სირცხვილი,“- განაცხადა აბაშიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


