კომენტარი
სამწუხაროა, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის თავის კანდიდატურას ზურაბ ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე - თეა წულუკიანი
დასანანი და სამწუხაროა, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის თავის კანდიდატურას ზურაბ ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან შალვა შავგულიძის კანდიდატურის მოხსნის საკითხზე კომენტირებისას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და კონსულტაცია გაუწია.
„სწორედ ეს ასპექტია ჩემთვის დასანანი, რადგან საბჭოს წევრებმა ერთხმად აღნიშნეს და სხდომის მიმდინარეობისას მოისურვეს მასთან სატელეფონო საუბარი, რაც შედგა და ჩემდა სამწუხაროდ მან ტელეფონითაც დაუდასტურა რომ, რადგან ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხსნიდა კანდიდატურას. მე გამიჩნდა კითხვა, როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს, ჩემს ყოფილ თანამებრძოლის და შალვა შავგულიძე, ირინა ენუქიძის ადვოკატი, ხსნის თავის კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყო თუ არა სამწუხარო და დასანანი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


