კომენტარი
ხელისუფლებამ არ მოისურვა დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესისთვის - შალვა შავგულიძე
ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო იხილავს ოპოზიციის კანდიდატს, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, რომელმაც საპროკურორო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა შალვა თადუმაძის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია.
"მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა და საპროკურორო საბჭოს წევრებს ჩემი ეს გადაწყვეტილება უკვე ვაცნობე. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენი მოთხოვნა, სხდომა მედიისთვის გახსნილიყო, არ შესრულდა. „პროკურატურის შესახებ კანონში“ ნათქვამია, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობისთვის იქმნება საპროკურორო საბჭო. ეს მაშინ, როდესაც საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობასაც კი არ წარმართავს გამჭვირვალედ.
მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო იხილავს ოპოზიციის კანდიდატს, მაშინ როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია", - განაცხადა შავგულიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


