პოლიტიკა
სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.
”მრეწველებს“ სურთ დაფინანსების მიღება იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არის შემოთავაზებული. სისტემა მე არაერთხელ გამიკრიტიკებია. სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში, ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები”, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: - “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა “მრეწველებს“ იმ 300 000 - ლარიან დაფინანსებას, რომელსაც “მრეწველთა პარტია“ “ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს.
რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება “ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში “ევროპულ საქართველოსთან“ ერთად იყო წარმოდგენილი.
საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩება შემდეგი პოლიტიკური პარტიები: - “ქართული ოცნება“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, “თავისუფალი საქართველო“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


