პოლიტიკა
სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება.
როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და მისი განხილვა დაჩქარებული წესით ორშაბათიდან, 2 ივლისიდან დაიწყება.
„გაცხადებული ცვლილებების გარდა, ახალ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება სახელწოდებებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება და იუსტიციის სამინისტროს სახელწოდება უცვლელი დარჩება – იუსტიციის სამინისტრო.
დევნილთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანდება და მისი სახელწოდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტრო უერთდება. გაერთიანებული უწყების სახელწოდება კი, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო იქნება.
„სახელწოდებები კანონპროექტებში ასეა წარმოდგენილი, მაგრამ განხილვები გაიმართება და არ არის გამორიცხული, სამინისტროების სახელები დამატებით ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ცნობისათვის, სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


