პოლიტიკა
სამთავრობო ქალაქის იდეა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის გადაწყვეტილებას ჰგავს - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი უნდა აშენდეს. ხუხაშვილის თქმით, დღევანდელი მთავრობა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეთოდებს იყენებს.
ექსპერტის შეფასებით, ორთაჭალაში ცალკე სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ჰგავს ქუთაისის პარლამენტის იდეას.
„მიშა სააკაშვილი ვირტუალური კეთილდღეობის სურათებს ქმნიდა სახელისუფლებო აქტივობებით. ხელისუფლება და მთავრობა გამოდიოდა მთავარ მოთამაშედ ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში, რაც ლიბერალური, დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და არაჯანსაღი ვითარების მანიშნებელია. დღევანელმა ხელისუფლებამაც დაიწყო, რომ მთავარი მოთამაშე თვითონ უნდა გახდეს, ქალაქები აიშენოს და ა.შ. ეს იგივეა, პარლამენტის ქუთაისში გადატანასა და იმ შენობის აშენებას ძალიან ჰგავს, როცა ეკონომიკური აქტივობის თემა ქუთაისში მიება ამ შენობას. ანუ, პარლამენტში ქუთაისში აშენების შემდეგ რაღაც უცბად აყვავდებოდა ქუთაისი და მთელი იმერეთი. განცხადების სტილისტიკა, ციტატები შეგიძლია ამოვწიოთ, ზუსტად სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რომ ეს შენობები გამოთავისუფლდება, აქ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები აშენდება და ა.შ.,ა.შ.“,- განაცხადა ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ხუხაშვილის თქმით, ეკონომიკის გასავითარებლად მთავრობამ უნდა წაახალისოს და განავითაროს რეალური სექტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური ზრდის იმიტაციას მიიღებს.
„ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება გვჭირდება, ხეისუფლების ვალია რეალური სექტორის განვითარება. მშენებლობა დამოკიდებულია რეალური სექტორის განვითარებაზე, როგორც კი იზრდება ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, მშენებლობაც ამის მიხედვით იზრდება და არა პირიქით, რომ მშენებლობით მოვახდინოთ ეკონომიკური აღმავლობის იმიტაცია და ფაქტობრივად ავაშენოთ საპნის ბუშტი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გასკდება, როგორც ეს მიშას მოუვიდა. გავიმეორებ, ჯერ სამვარსკვლავიანი ქვეყანა ააშენეთ და ადამიანები დაასაქმეთ და მერე ვილაპარაკოთ, რომ ადგილი გამოთავისუფლდება და იქ ხუთვაrსკვლავიანი სასტუმროები აშენდება. ეს ხომ ცინიკურად ჟღერს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
გუშინ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული ინიციატივის მიხედვით, სამთავრობო ქალაქში ყველა სამინისტრო განთავსდება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ერთიანი სივრცის შექმნა სამთავრობო უწყეებებისთვის გააუმჯობებესებს მათი მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით, ამ პროექტისთვის გამოყოფილია დიდი ტერიტორია ორთაჭალაში.
ანა მებურისვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


