პოლიტიკა
სამთავრობო კომისია არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზება დავუშვათ - თეა წულუკიანი
ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი სამთავრობო კომისია, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზება დავუშვათ, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანი ამბობს, ყველაფერს გააკეთებს, რომ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს.
„ეს კონკრეტული კონკურსი და სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ ან ასეთი რამ მოხდეს. ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს.
ძალიან დასანანია, რომ საიას თავმჯდომარე როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი საიას იმ მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ, არამედ არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა.
წულუკიანის თქმით, ამგვარი რამ არც ერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად არ არსებობს ამის პრაქტიკა.
"ჩვენი კომისია ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებული იქნა როგორც დადებითი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია მათ შორის საია-ს პოზიცია, მომავალშიც მზად ვართ, ისინი გავიზიაროთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


