სამართალი
სამშენებლო კომპანია „სვეტის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბრალი წარუდგინეს
სამშენებლო კომპანია „სვეტის” დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძესა და დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს ბრალი წარედგინათ თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.
კომპანია „სვეტის" ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და იყენებენ დუმილის უფლებას.
„ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ორი პუნქტით. ედავებიან, ვითომდა თაღლითური გზით მოქალაქეებისგან აიღეს ბინის ასაშენებელი თანხები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა მილიონ 600 ათასი დოლარი და ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ფული დაებრუნებინათ ან ბინები მიეღოთ. სულ ამ ბრალდებაში დასახელებული არის 66 დაზარალებული და მითითებულია მათ მიერ გადახდილი თანხები.
რალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს, რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს. ამჟამად ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. მე ორი ტომარა მაქვს საქმის მასალები. დაახლოებით 100 კილო იქნება. ჯერ ის უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებას თუ ვადები აქვს, მაშინ სამართლებრივად ჯერ კიდევ ითვლება, რომ მშენებლობის დასრულების ვადები არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტის“ ხელმძღვანელები დააკავა. გამოძიება მათ მეანაბრეთა თანხების თაღლითურად მითვისებას ედავება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


