სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
,,აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, ბოროტად გამოიყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები.
კანონის უზენაესობა, მკაცრი და ამავე დროს, სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება, გადამხდელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის გაძლიერება -ესაა ის პრინციპები, რომელსაც ღირსეულად ემსახურება ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი.
გამომდინარე აქედან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროს სისტემაში დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.
დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


