პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოებისგან საპასუხოდ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები - მამუკა ბახტაძე
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს.
„ამავე დროს, პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის პრიორიტეტი რომელიც გვაქვს, რომ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება. როდესაც „ქართული ოცნების“ მიდგომაა, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის მაქსიმალურად დეპერსონიფიცირება და გადართვა იმ რეჟიმზე, როდესაც ვსაუბრობთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, როგორ მოხდეს მათი მუშაობის ხარისხის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან, ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი და ადგილი იყო ძალიან შეზღუდული. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მესიჯი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებული არ იყოს ასეთ დონეზე. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, პრემიერის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ რეკომენდაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში.
„ჩვენ გვაქვს რეფორმების ახალი ტალღა და როგორ ფიქრობთ, არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომ საუკეთესოდ პასუხობდეს საზოგადოების ინტერესებს, რაც შეიძლება ვერ დავინახოთ და მოგვცენ რეკომენდაციები. რას ვხედავთ საპასუხოდ? საპასუხოდ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის გარკვეული წინაპირობაც იმისთვის, რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული. მაგრამ როცა ასეთ კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და ეს არ არის საქართველოსი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


