სამართალი
სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა
სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა.
დოლიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო დაბლოკვით მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.
მის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს.
"აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები", — აღნიშნავენ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური ფეისბუქგვერდები დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცეა. ამ მიზეზით სასამართლოსგან ისინი მოითხოვენ მოქალაქეს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე ბლოკი მოეხსნას.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


