უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2017 13:50
font-size

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციებით მიმართა

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციებით მიმართეს. ეს ეხება მმართველი პარტიის პიზიციებს შემდეგ თემებზე: გაუნაწილებელი მანდატების ჩანაცვლების წესი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ მოდელზე გადასვლის შემდეგ, საარჩევნო ბლოკების შესაძლო გაუქმება და პრეზიდენტის არჩევის ირიბ წესზე გადასვლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების სრულიად პროპორციულ მოდელზე გადასვლის შემდეგ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას ერგება. არასამთავრობოების თქმით, ეს აზრს უკარგავს საარჩევნო წესში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანი იყო მაჟორიტარული წესის გაუქმება არჩვენებში მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციის აღსაკვეთად.

„ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შეიძლება მთლიანი მანდატების 10%-ს ან მეტსაც შეადგენდეს. შესაბამისად, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მიკუთვნება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ის ამომრჩეველთა ხმებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ მანდატებს შორის დისპროპორციას წარმოქმნის. მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით აღნიშნული მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია. სისტემის შეცვლას აზრი ეკარგება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, მანდატების გადანაწილების არსებითად უსამართლო და არაპროპორციულ შედეგს მივიღებთ. მიგვაჩნია, რომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოების რეკომენდაციით, თუ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის პრეროგატივა გახდება, პოლიტიკური მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ეს ცვლილება 2023 წელს ამოქმედდეს.

მესამე სექტორი აკრიტიკებს პარლამენტის თავმჯომარის განცხადებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის შენიშვნების გამო შეიძლება პრეზიდენტის არჩევის ირიბი წესი 2018 წელს შევიდეს ძალაში.

„იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეეხოს მომდევნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაში შევიდეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს და კონკრეტულ პიროვნებების გამო მიღებულად არ იყოს აღქმული. მისასალმებელია, რომ მსგავსი პოზიცია უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილების ძალაში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ პოზიციაზე. მსგავსი განცხადებები ხელს უშლის კონსტრუქციულ დისკუსიას და მხოლოდ ამყარებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ცვლილების ინიციატივა მოქმედი პრეზიდენტისადმი პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობს“, - წერენ არასამთავრობოები.

მესამე სექტორის აზრით, პრეზიდენტი ისევ ხალხმა უნდა აირჩიოს „დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით“. განცხადების თანახმად, საპარლამენტო მოდელი არ ავალებულებს ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შეცვლას, რაც აპრობირებულია „საპარლამენტო მმართველობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზედმეტად რადიკალური ნაბიჯია პოლიტიკური პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა. მესამე სექტორის აზრით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მაშინაა მიზანშეწონილი, თუ საარჩევნო ბარიერი დაიწევა, მანდატებიც პროპორციულად გადანაწილებდა პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის და საარჩევნო კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბლოკების შექმნა ფინანსური მიზნით არ იქნება საჭირო და პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა არასამთავრობოები მიმართავენ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში დისკუსია გაიმართოს საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადატანის შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში არჩევნების დანიშვნა შესაძლებლობას არ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის დროის უმეტესი ნაწილი ემთხვევა ზაფხულის პერიოდს, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისვენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მსჯელობის გამართვა არჩევნების გაზაფხულზე გადატანის შესახებ“,- წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი