პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთს სურს საქართველოსთან საზღვარი ქონდეს, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ უნდა - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს სურს ქონდეს საზღვარი საქართველოსთან, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ უნდა.
ამის შესახებ კარასინმა პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს“,-განმარატა დიპლომატმა.
მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე გარკვეული ძალები სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ, რათა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუშალონ.
„ერთმანეთს პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებები გავუზიარეთ. ჩვენ მოვისმინეთ ქართული მხარის მოსაზრება, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ პრაღაში ამ თემებზე არ ვისაუბრებ. აქ რომ ვისაუბრო უსაფრთხოების საკითხებზე და პოლიტიკურ თემებზე, მაშინ გავიმეორებთ ჟენევას. ჟენევაში უკვე ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ შეხვედრამდე სიტუაციის დაძაბვა ხდება. იმათ გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ვინც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არიან. თქვენ იცით მათ შესახებ. ან სკანდალს აწყობენ, ან ვიღაც მიჰყავთ საზღვარზე და აკეთებენ განცხადებებს. ეს აჩვენებს, რომ ყველას ინტერესში არ შედის, რომ ურთიერთობები განვითარდეს“,- განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიური ახალი ამბებიც არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით წინსვლაა.
„გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები, ეს ეხება, მაგალითად, არქივებს, დაინტერესებულები არიან, რომ ურთიერთობები ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ წავედით წინ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით.
ძალიან დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე ვართ. მოვილაპარაკეთ ექსპერტების დონეზე შეხვედრებზე თუ როგორ მოვახდენთ ყაზბეგი-ლარსის გზის მოდერნიზებას. ამის შესახებ ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ. აღვნიშნეთ, რომ ვაჭრობის მაჩვენებელი ქვეყნებს შორის გაიზარდა. წელს პირველი 6 თვის მანძილზე, თითქმის 40%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. ტურიზმიც პერსპექტიული მიმართულებაა“, - განაცხადა კარასინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


