პოლიტიკა
სამხედროების უპატივცემულობას გვაბრალებს ძალა, რომელიც 2008 წლის კონფქლიტის მონაწილე ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპო - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით ოპონენტებს სურთ, რომ მთავრობა მუდმივად მართლების რეჟიმში ამყოფონ.
„ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს, საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნირი ტელევიზიები, არასამათვრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, რომ მუდმივად ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი“,-განაცხადა პრემიერმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში მიუძღვის წვლილი.
როგორც გიორგი კვირიკაშილმა განაცხადა, ეს ძალა, მთავრობას სამხედროების უპატივცემულობაშიც სდებს ბრალს, მაშინ როდესაც, პრემიერის თქმით, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე ნახევარი ჯარი ამოალპო ციხეში.
„ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას, რუსეთს იმპერილიასტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფქლიტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, რომლებმაც გვამებიც კი არ გადმოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში“,-განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა კარგად დაფიქრდნენ ამ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა და სწორი განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ეს არის ჩვენი შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში დღეს ჩვენი ქვეყანა გვერდით გვიდგას, მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედიასივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


