საზოგადოება
სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა.
მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მოახსენა, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე, წლებია ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა.
2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 1600-მდე ბინა გადასცა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


