პოლიტიკა
სამინისტროების სათავეში უნდა იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების გამო საჭიროა, რომ სამინისტროების სათავეში იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები.
„ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით მოხდა სფეროების გამსხვილება, სამინისტროების შერწყმა. ეს მოდელი კიდევ უფრო საჭიროებს იმას, რომ სამინისტროების სათავეში იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ფართო ხედვა, ფართო არეალი და უნარ-ჩვევები იმისა, რომ ამდენ სფეროს ეფექტური ხელმძღვანელობა გაუწიონ, ასევე უპასუხონ სფეროებში არსებულ გამოწვევებს.
ასე რომ, ეს მოდელი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს იმის საჭიროებას, რომ სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ არა ტექნოკრატები, არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკური ხედვის, პასუხისმგებლობისა და წონის მქონე პიროვნებები, რომლებიც ამ სისტემებს სწორ გზაზე დააყენებენ“, - თქვა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


