პოლიტიკა
სამინისტროების გაერთიანებით დევნილთა სტატუსი კი არ იკარგება, არამედ ძლიერდება - გია ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროების გაერთიანების საკითხზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რაციონალური იქნება მართვა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე პერიოდი შემცირდება.
„დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით ცდილობენ სკანდალის აწევას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. უნდა ითქვას, რომ ეს არის თემა, როდესაც დევნილი გაცილებით უკეთ და სწრაფად მიიღებს მომსახურებას სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამინისტროდან. ეს არის ფაქტი. საუბარი დევნილთა სტატუსის დაკარგვაზე მიუღებელია, რადგან დევნილთა სტატუსი კი არ იკარგება, არამედ ძლიერდება. მშენებლობების საკითხზე ვსაუბრობდით და ელემენტარული ანალიზი მოხდა იმის, რაშია მთავარი ამოცანა. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაცილებით უფრო მოკლე ხანში იყოს ათვისებული ის თანხები, რაც მშენებლობით არის გათვალისწინებული და არაპროფილური სამინისტროები არ იყვნენ დაკავებული მშენებლობით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაკავებული განათლების პოლიტიკის გაძლიერებითა და განვითარებით, ხოლო მშენებლობებსა და რემონტზე პროფილური სამინისტრო უნდა იყოს პასუხისმგებელი.
„რაც შეეხება მშენებლობებს, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მშენებლობის საკითხები, გარდა თავდაცვის სამინისტროს სფეროსი, უნდა იყოს პროფილური სამინისტროს სამსახურთან დაკავშირებული. საუბარია, ხომ არ დაიჩაგრება რომელიმე მიმართულება და განსაკუთრებით თურმე კულტურის სფეროს მიადგება ზიანი. ჩვენ აქ კონცეპტუალურ ამოცანაზე ვსაუბრობთ. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იდეაზე, რომელიც უნდა აერთიანებდეს განათლების სისტემას, კულტურასთან და ეს არ უნდა მოხდეს ტექნიკური შერწყმის საფუძველზე, ეს იდეოლოგიური თემაა და ახალგაზრდა თაობა იზრდება სწორედაც ამ ორი დარგის ძალიან ორგანული გაერთიანებით. მთავარი საკითხი არის მენეჯმენტის საკითხი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საპარლამენტო მმართველობა დღეს მნიშვნელოვანია და საპარლამენტო მმართველობა არის ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, მაშინ არა მარტო მინისტრები, არამედ მინისტრის მოადგილეები, დარგის ხელმძღვანელები უნდა იყვნენ აქ წარმოდგენილები, არა მარტო საბიუჯეტო, რაღაც მიმდინარე თემებთან დაკავშირებით, არამედ კონცეფტუალურ თემებთან დაკავშირებით. მენეჯმენტი არის მთავარი საკითხი, რაზეც იმედი გვაქვს, რომ მამუკა ბახტაძე შეძლებს სწორად ჩამოაყალიბოს სტრატეგია და პოლიტიკა“,– განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ყველა კომიტეტმა უნდა იცოდეს, რომ საკითხებზე პასუხისმგებელ იქნება არა მარტო მთავრობა, არამედ კომიტეტი, როცა აყალიბებს სტრატეგიასა და მთავარ მიმართულებებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


