პოლიტიკა
სამი თვეა ცდილობენ, ჩამითრიონ დემაგოგიაში - ცეზარ ჩოჩელი
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მისი კონკურენტი ,,ქართული ოცნებიდან“, დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლის გადაბირებითა და ზეწოლით არის დაკავებული. ამის შესახებ ჩოჩელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კითხვაზე, თუ ამის ფაქტები აქვს, რატომ არ მიმართავს შესაბამის უწყებებს, ჩოჩელმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ჩაერთოს დემაგოგიაში.
„მე შემიძლია ჩემს კონკურენტს გავეჯიბრო საქმეში და არა დემაგოგიაში. მე პოლიტიკაში მოვდივარ იმის გამო, რომ საქმე ვაკეთო. მცხეთის რაიონში შეიძლებოდა ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთებულიყო, ამის მზაობა იყო ცენტრალური ხელისუფლებისგანაც, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია. დიმიტრი ხუნდაძე თავად ქრთამავს ამომრჩეველს და მე მაბრალებს, მე ფაქტებს არ დავასახელებ იმის გამო, რომ არ მინდა მას დემაგოგიაში ავყვე.
მე ვარ ცეზარ ჩოჩელი და არა დიმიტრი ხუნდაძე, არ ჩავერთვები დემაგოგიაში. არაუშავს, იყოს ასე,“ - განაცხადა ჩოჩელმა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 30 ოქტომბერს მცხეთის 37-ე მაჟორიტარული ოლქში მანდატისთვის ბრძოლას დიმიტრი ხუნდაძე და ცეზარ ჩოჩელი აგრძელებენ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


