პოლიტიკა
სამი წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი - გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი მქონდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის - კახა კალაძე
საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.
„არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას, რათა ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე, სამი წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე როდესაც ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ, მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
„დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. „მაგნიტსკის“ სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.
დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


