უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2016 17:20
font-size

სამი საათი იქ ეგდო და სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე ნახეს - გიგა შენგელიას მამა

კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან ლიკვიდირებული გიგა შენგელიას მამის, რომან შენგელიას ინფორმაციით, მისი შვილი სამი საათის შემდეგ იპოვეს, როცა უკვე სისხლისგან დაცლილი იყო.

როგორც ჟურნალისტებს შენგელიამ განუცხადა, მას არ სჯერა, რომ ბაზაზე შეჭრილებს იარაღი ჰქონდათ და მათი მხრიდან საპასუხო სროლა განხორციელდა, რადგან მის შვილს ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, რადგან გარბოდა.

,,იარაღი ჩემს შვილს არასდროს ჰქონია, ყაჩაღი არასდროს ყოფილა და ნასამართლევი არ არის. მეგობრის სანახავად თუ მივიდნენ სადღაც, ეს არ ვიცი, გაარკვევს ალბათ გამოძიება. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს სამი საათი? იქ რომ ეგდო და სისხლიდან რომ დაიცალა ბიჭი მერე ნახეს, მანამდე სად იყვნენ? ხომ ატყდა სროლა, განგაში ხომ უნდა ყოფილიყო? მაშინ ხომ უნდა მოეძებნათ თუ შევარდა იქ ვინმე? კაცი მირბის, გაქცევაზეა კაცი და ტყვიას რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო?! მირბოდა, წინააღმდეგობას ხომ არ უწევდა?” - მიმართავს შესაბამის უწყებებს დაღუპულის მამა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიგა შენგელიას თან ძმა ახლდა, რომელიც ადრე ,,კრწანისის“ ბაზაზე მუშაობდა, რასაც დაღუპულის მამა უარყოფს.

ამ დროისთვის, გიგა შენგელიას თანმხლები ორი პირი იძებნება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

მარი ნამგალაძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი