უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილ იქნა ტყუილში - თეა წულუკიანი

„სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გუშინ ტყუილში გამოიჭირეს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არასამთავრობოების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვერ დადასტურდა და ასევე, ვერ გამოვა ამ პრობლემის „ჩაფარცხვის მცდელობა“.

„ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ დაასახელა წყარო. წულუკიანის ვარაუდით, წყარო ან არ არსებობს, არ თვითონ წყარო იტყუება.

„რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აზიანებს ქვეყანას.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი