პოლიტიკა
სამგორში, 2018 წლის ბოლოსთვის ნაგავსაყრელის პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, “ქართული ოცნების“ სამგორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სამგორის მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ნაგავსაყრელთან დაკავშირებით უახლოეს დროში იქნება მოგვარებული.
ამის შესახებ ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, ხელი მოეწერა ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც 2018 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული.
„ნაგავსაყრელის თემატიკა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წლების წინ იქნა მათი ინტერესების დაცვის გარეშე იქ გაშენებული ნაგავსაყრელი, რაც წლებია აწუხებს მოსახლეობას. გადაწყვეტილებები უკვე არის მიღებული. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია მშენებლობა გაზშემკრების, რომელიც დიდწილად ამ პრობლემას გადაწყვიტავს. ამისთვის 7,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დახლოებით 2018 წლის თებერვალში ეს სამუშაოები იქნება დასრულებული.
გარდა ამისა, ხელი მოეწერა ეფვროსტანდარტის ნაგავგადამუმაშავებელი ქარხნის მშენებლობას და წლის ბოლომდე მოხდება მშენებლობის დაწყება და 2018 წლის ბოლოსთვის ეს პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული“,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


