სამართალი
,,სამას არაგველზე’’ პოლიციელი დაჭრეს
მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი ცივი იარაღით - დანით დაჭრეს.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა.
,,თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ’’, - განუცხადეს მედიანიუსს შსს-ში.
ნინო ექვთიმიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


