პოლიტიკა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კომპრომისზე წასვლა ურჩია
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) მმართველ გუნდს მოუწოდა, წავიდეს კომპრომისზე და გაიზიაროს პრეზიდენტის შეთავაზება 4 საკონსტიტუციო საკითხზე. ამაში ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასევე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ლიბერალური აკადემია“,„ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
„საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით 4 საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასა და პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


