პოლიტიკა
`სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე ტურის პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურის პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა.
ორგანიზაციის აღმსარულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ,,სამართლიანი არჩევნები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ბენიძე ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები არჩევნებს აკვირდებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზეც.
ბენიძის განცხადებით, პარალელური შედეგების ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 0,8%-ს შეადგენს.
„სალომე ზურაბიშვილი 48 - გამოთვლილი პროცენტი 59.1%, ცდომილების ხარისხი 0.8%. მინიმალურ შედეგი 58.3%, მაქსიმალური შედეგი 59.9%. გრიგოლ ვაშაძე ნომერი 5 - გამოთვლილი პროცენტი 40.9%, ცდომილების ხარისხი 0.8%. მინიმალური შედეგი 40,1%. მაქსიმალური შედეგი 41.7%.“ - აცხადებს ბენიძე.
მისივე თქმით, "სამართლიანმა არჩევნებმა" საუბნო კომისიებში 53 საჩივარი წარადგინა, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი.
„ძირითადი დასკვნების სახით რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი, უმეტესწილად, საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა,“ - განაცხადა ბენიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


