საზოგადოება
„სამართალი ჭიათურას“ - ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის თქმით, ისინი უკეთესი შრომითი პირობებისთვის იბრძვიან და რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ.
„დღემდე არ გვაქვს პასუხი უმთავრეს კითხვაზე: რაზე შეთანხმდნენ და რას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან 2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა. რის ფასად უნდა აღმდგარიყო საწარმოო პროცესი?! 2000 თანამშრომლის განთავისუფლების, რეპრესიების და მუშების დაკავებების ხარჯზე, რომლებიც 7 თვეზე მეტია უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან? მაღაროელები ითხოვენ პასუხებს და ითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული მაღაროელების გათავისუფლებას, რომლებიც უკეთესი შრომითი პირობებისთვის და ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯებიან“, - აღნიშნა მიქაცაძემ.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის სოციალურ ქსელში წერს:
“2024 წლის ნოემბრიდან მაღაროებში სამუშაოების გაჩერების შედეგად ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისი დადგა. 3000-ზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 28 თებერვლიდან ჭიათურაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.
ჭიათურელები ითხოვდნენ:
ღირსეულ სამუშაო პირობებს;
საწარმოების ნაციონალიზაციას;
ჭიათურის განვითარების ფონდის შექმნას.
2025 წლის გაზაფხულზე მაღაროელების ზურგს უკან, სამინისტრომ და კომპანიამ, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა:
კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის მოქალაქე - ოლიგარქი მიხაილ სოცკი;
გამოცხადდა უკანონო რეორგანიზაცია;
სამსახურიდან გაათავისუფლეს 1500-ზე მეტი მშრომელი.
ჭიათურელების შეუპოვარი ბრძოლის ჩასახშობად 29 აპრილს დააკავეს პროტესტის 4 მონაწილე: მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი. ისინი დღემდე უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.
270 დღეა ჭიათურელები გადარჩენისთვის იბრძვიან და პასუხად ხელისუფლებისგან მხოლოდ ცინიკურ დუმილს და თანამებრძოლების უკანონო პატიმრობას იღებენ.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ვუერთდებით ჭიათურელების აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ამ ბრძოლაში“.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


