პოლიტიკა
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება - პრემიერ-მინისტრი
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით.
კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი მექანიზმი გამოიძიებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, არასათანადო მოპყრობასა თუ გადაცდომებს.
„იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება ემსახურება მოსახლეობის ნდობის გაზრდას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ.
„ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართლადამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს“, -თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
კვირიკაშვილის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი ნდობის ასამაღლებლად შს სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ასევე განხორციელდა რეფორმები პროკურატურაში და მესამე ტალღის რეფორმა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


