სამართალი
სამართალდამცველება დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, ორი პირი დააკავეს.
ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.
სარეალიზაციოდ გამზადებული იყო18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი "მასტერი“, ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში იპოვეს სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლით მიმდინარეობს, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8 წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


