პოლიტიკა
სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილების ოჯახს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილების ოჯახს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
ომბუდსმენის თქმით, საქმის გასაიდუმლოებული ნაწილი მაჩალიკაშვილების ოჯახში მეტ კითხვას აჩენს.
„ყველას აქვს უფლება, თავისი პროტესტი მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით გამოხატოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, კითხვები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს. ჩემი პოზიცია იქნებოდა, სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სასურველი იქნება, რომ პროკურატურამაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც რამდენადაც შესაძლებელია, ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ეს საიდუმლო და გასაიდუმლოებული ნაწილი ამ საქმის გარშემო ოჯახის წევრებში კიდევ უფრო მეტ კითხვებს იწვევს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს, იგეგმებოდა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


