სამართალი
სამართალდამცავი ორგანოები მიმართული არიან იმისკენ, რომ რატი გაჩეჩილაძეს შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა - დიმიტრი საძაგლიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა ნიკა გვარამიას ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილისთვის.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველები ყველანაირად ცდილობენ ჩადენილი დანაშულისთვის უფრო მსუბუქი კვალიფიკაციის მინიჭებას.
,,თავდასხმა მოტივირებული იყო წარსული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით. ეს აშკარა არის თავად რატი გაჩეჩილაძის მიერ ფეისბუქ-გვერდზე გაკეთებული განცხადებიდან და ასეთ შემთხვევებში სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ შემადგენლობას, რაც უფრო მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის სახით’’, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
გვარამიას ადვოკატი 126-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გაგრძელებას ითხოვს, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ირიბ დევნას გულისხმობს.
,,სამართალდამცავი ორგანოები მიმართული არიან იმისკენ, რომ რატი გაჩეჩილაძეს შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა და ეს აისახა აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობისასაც," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
გვარამიას დაცვის მხარეს უკვე შეტანილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირებასათან დაკავშირებით.
ცნობისათვის: „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო სასამართლომ გუშინ შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


