სამართალი
სამართალდამცავებმა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი დააკავა
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებს შორის არიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი, მათ შორის ერთი არასრულწოვანი.
მისივე თქმით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა, 10-ზე მეტი იყოს.
არეულობა ქაშუეთის ეკლესიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში ეძებდა.
მან სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევნდნენ აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას.
სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს,რის შემდეგაც დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს "ახალი საქართველოს" წევრი, გიორგი ხაბურძანიაც.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


