სამართალი
სამართალდამცავებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარს შეადგენს -შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარს შეადგენს.
დარახველიძის თქმით, „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ.
„მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი – პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს.
157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.
მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


