პოლიტიკა
სამაგიდო სიები, რომელიც პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და სუს-ში წაიღეს - გიორგი ვაშაძე
სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით, სუს-ში წაიღეს,- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამაგიდო სიები სუს-ში მიიტანა, რადგან ხელისუფლება ცდილობს, იმ ადამიანების ვიანობა დაადგინოს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო.
ვაშაძის განცხადებით, ამით მმართველი პარტია შეეცდება, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს მათი ხმებით მანიპულაცია მოახდინოს.
„ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით, სუს-ში წაიღეს მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილია სამაგიდო სიები, მაგალითად, კრწანისის საარჩევნო ოლქში. ჩვენ აღვკვეთთ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


