პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს ამ გამარჯვებას ა/ვერ მივულოცავ... პირიქით, მე მას თანავუგრძნობ - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანაუგრძნობს. როგორც უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განმარტა, როცა ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე.
„ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, ვინაიდან როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. პირიქით, მე მას თანავუგრძნობ, რადგან ათმაგად გარჯა მოუწევს, რათა ჯერ საპრეზიდენტო სტანდარტს მიუახლოვდეს და მერე შეიძლება, წინაც წავიდეს.
ვუსურვებ იყოს გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო კანდიდატი. უპირველეს ყოვლისა კი იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ამისთვის მას სერიოზული ინიციატივები დასჭირდება. მაგალითად, პირველივე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ვადიანისა თუ უვადოსი, ამაზე შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა მოილაპარაკონ, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები საზოგადოების განწყობის ადეკვატურად იყვნენ წარმოდგენილი, სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება "ოცნებას", მისივე თქმით, ძალიან რთული ვითარებაა, რადგან პოლიტიკური თეორიებიც, პოლიტიკური გამოცდილებაცა და საქართველოში არსებული ვითარებაც მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი უნდა მართავდეს ქვეყანას.
„ასეა ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ასეა პოლიტიკის თეორიაშიც და ამას ითხოვს ქართველი საზოგადოებაც. თუ ეს არ შეუძლია მმართველი პარტიის ლიდერს, ლაპარაკს რაღა აზრი აქვს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


