პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს 1 897 309 ლარის ვალი აქვს, მათ შორის მომღერლებისთვის გადასახდელი ჰონორარიც
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 897 309 ლარის ვალი დაუგროვდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დეკლარაციის თანახმად, რომელიც 17-28 ოქტომბრის პერიოდს ასახავს, აღნიშნულია, რომ „ბანკი ქართუს“ გარდა, ზურაბიშვილს იმ მომღერლების ვალი აქვს, რომლებმაც სპორტის სასახლეში საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერეს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, მომღერლების ჰონორარი 142,90 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება ღონისძიების რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს, რომელმაც მუსიკალური პროგრამის რეჟისურა გააკეთა, ზურაბიშვილისგან 1000 ლარი ეკუთვნის.
გარდა ამისა, ზურაბიშვილს „ალფა სტუდიოსთვის“ 113 175 ლარი აქვს გადასახდელი.
დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა, რომელთაც ჯამში 73 335 ლარი უნდა გადაუხადოს. შპს „ლიმონს“ - 33335 ლარი, ხოლო შპს „აისბრეიქერს“ – 40 000 ლარი.
გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიებაზე ფოიერვერკის გაშვებისთვის ზურაბიშვილმა შპს „შოუმენს“ 2700 ლარი უნდა გადაუხადოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


