პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს
პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ის მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ, ალბათ, საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს ამაზე რეაქცია ჰქონდეს. მე მსგავსი რეაქცია არ მომისმენია. მეორე მხრივ, მე მგონია, რომ როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოდის ცილისწამება, რომელსაც არ აქვს საფუძველი, მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მე არათუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ, როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს. ამაზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, და საქართველოში ასე არ ხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


