უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2018 17:50
font-size

სალომე ზურაბიშვილის სურვილია, რომ შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და ამასთან დაკავშირებით, მან სწორი აქცენტები დასვა - ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ინაუგურაციის ცერემონიაზე.

“ქალბატონ სალომეს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა. ის შეეხო როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ასევე, საშინაო პოლიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთო ამოცანა არის ნატო-ში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დაეთმობა ამ საკითხების გადაწყვეტას და საშინაო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან ძალიან სწორი და კარგი აქცენტები დასვა ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი