პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურის მეშვეობით ცდილობს, მიაღწიოს საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაზიარებულ ვიდეოს დაურთო, რომელშიც რუსული მედია ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
„ამ ქალის დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს-ერთის მხრივ, ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს, და, ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე წელიწადზე მეტია?
ამის მიზეზი ისაა, რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით.
ამიტომ ის იმალება საქართველოში, რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად.
ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს.
ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს!“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


