უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 იანვარი, 2026 17:13
font-size

სალომე ზურაბიშვილის კონტაქტებს თუ გავითვალისწინებთ, მისი სახით ზოგიერთი უცხოური ჯგუფი გვესაუბრება. მისი სახით, დაფინანსებულ ჯგუფებს მისცეს სიგნალი, რომ არანაირ დისკუსიაში არ შევიდნენ - შალვა პაპუაშვილი

საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ყველა დარწმუნდა, რა ჯგუფები არიან ისინი, რომლებიც დისკუსიას კრძალავენ, უნდათ ყვირილი და არა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს.

„სალომე ზურაბიშვილის კონტაქტებს თუ გავითვალისწინებთ, მისი სახით ზოგიერთი უცხოური ჯგუფი გვესაუბრება. მისი სახით, დაფინანსებულ ჯგუფებს მისცეს სიგნალი, რომ არანაირ დისკუსიაში არ შევიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ სცენაზე სუსტები არიან და საკუთარ არგუმენტებს ვერ წარმოაჩენენ. შარშან, არჩევნების შემდეგ, როცა ძალადობრივი აქციები ვნახეთ, პრემიერ-მინისტრი და მე მზად ვიყავით, საჯაროდ დავმსხდარიყავით, დაესახელებინათ, მათი ფალავნები ვინ იქნებოდნენ და გვესაუბრა, რა იყო დაწყებული და 28 ნოემბერს რა შევწყვიტეთ. ახლა ყველა მიხვდა, მაშინ რამდენიმე უცხოელმა რაც მოიფიქრა, აბსოლუტური ფარსი იყო, რაშიც რამდენიმე დიპლომატი ჩაერთო. ფარსი იყო, თითქოს დაწყებული იყო მოლაპარაკება, რომელიც შევწყვიტეთ. სხვათა შორის, ევროკომისიამ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება რომელ ქვეყნებზეც მიიღო, დღემდე არ დაუწყიათ, უკვე ორი-სამი წელი გავიდა. მათთანაც კი არ დაწყებულა მოლაპარაკება, მაგრამ ბრიუსელიდან ასე უტიფრად თქვეს ტყუილი, თითქოს საქართველომ მოლაპარაკება შეაჩერა. ბრიუსელიდან დღემდე ამბობენ ამ ტყუილს და ამ ტყუილით თბილისის ქუჩებში ძალადობა წააქეზეს. ყველას შევთავაზეთ დალაპარაკება, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ტყუილს ჰქონდა ადგილი. მაშინ გარედან მითითებებით ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა, მათთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის დრო იყო. ძალადობის იდეალიზება მოხდა და ადამიანებს ნებისმიერი სახის დისკუსია აუკრძალეს.

სალომე ზურაბიშვილის სახით გვესაუბრებიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში რადიკალებს მართავენ. ხელისუფლება განუწყვეტლივაა დებატებში, რადგან პრემიერ-მინისტრი, მე, მინისტრები, დეპუტატები მედიასთან ინტერაქციაში ვართ. არ არსებობდა კითხვა, რომელსაც ჩვენამდე მათი ტელევიზიების გავლით მოიტანდნენ და პასუხს გავექეცით. საუბრის ნაცვლად უნდათ ყვირილი, ძალადობა, ლოზუნგები. სამწუხაროდ, ეს არის, რაც საქართველოში ბრიუსელის დაფინანსებით ხდება – ზიზღი, ძალადობა წაქეზებული უნდა იყოს. რაც შეეხება პლატფორმებს, ჩვენი მიზანი არ არის, რომ დებატების დროს კორიდა გაიმართოს, ყვირილი და ჩხუბი იყოს. საგნობრივი დისკუსია უნდა იყოს წივილ-კივილის გარეშე. ნებისმიერი ასეთი ფორმატი მსგავს გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს.

ოპონენტებადაც ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და, რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. რადიკალების კუთვნილი ტელევიზია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რადიკალების ტელევიზიები კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ამგვარ პარტიულ ტელევიზიაში ჩვენი მონაწილეობა განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი