უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2018 11:40
font-size

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ერეკლე მეორის სასახლის გალავნის მიღმა გააპროტესტებენ

ხელისუფლების უარის მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ფართომასშტაბიანი აქციის ადგილის შეცვლას არ აპირებენ.

ერეკლე მეორის სასახლის გალავნის მიღმა შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გააპროტესტებენ.

აქციაზე ოპოზიციას იწვევს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ზურაბიშვილი პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა არ აურჩევია.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, თელავში, ბატონის სასახლეში იმართება. ოპოზიცია შეკრებას ამ ტერიტორიიდან 100 მეტრის მოშორებით ერეკლე მეორის ძეგლთან გეგმავს, თუმცა ქალაქის მერია, მათ მანიფესტაციის გამართვას, მოშორებით ცხრა აპრილის მემორიალთან სთავაზობს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მანიფესტაცია ინაუგურაციას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სასახლის ეზოში მისვლა არავისთვის ფერხდება და ეს არც აქციის მონაწილეების მიზანია.

,,რაც შეეხება პროვოკაციას, პროვოკატორები ხართ თქვენ, თქვენ აწყობთ პროვოკაციებს და თელავის მერის წერილიც ეს არის პროვოკაციის მცდელობა ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენ აღვკვეთავთ ყველა პროვოკაციას თქვენი მხრიდან, ისევე როგორც ამას ვაკეთებდით ე.წ. არჩევნების პროცესში“, - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ ,,ქართულ ოცნებას.“

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი