პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა უარყო თავისი განცხადება იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის ომი დაიწყო.
მისი მტკიცებით, ეს არასდროს არ უთქვამს.
„არასოდეს არ მითქვამს ეს. მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქარველოს პრეზიდენტი, რომელიც არ დაკარგავს ტერიტორიებს“, -განაცხადა ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ყოდნისას.
ცნობისთვის, აგვისტოში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე - „აგვისტოს ომთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია თქვენი პოციზია? თუკი პრეზიდენტი გახდებით, ხმამაღლა დააფიქსირებთ, რომ ომი დაიწყო საქართველომ?“ უპასუხა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
„ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით ტვ პირველის ეთერში მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალში თავისი მოსალხეობა დაბომბა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


