პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაასახელებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაასახელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატების შერჩევის მიზნით არასამთავრობო სექტორს კონსულტაციებს სთავაზობს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია ამბობს, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციას დასამტკიცებლად წარუდგენს.
„პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. წინა პარასკევს იქნა ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგები გამოცხადებული. ჩვენ ხვალამდე გვაქვს ბოლო ვადა. ბუნებრივია, ხვალ ჩვენ წარვადგენთ სამ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანონით დადგენილი წესით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დღეს შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან გაივლის კონსულტაციებს და იქნება წარდგენილი სამი კანდიდატურა,“- ამბობს დიმიტრი გაბუნია.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დასახელდება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. დიმიტრი გაბუნია არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე ისევ თამარ ჟვანიას განიხილავს,თუმცა ამბობს, რომ მას პირადად ჟვანიასთან მიმართებაში პრეტენზია არ გააჩნია.
„პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა თამარ ჟვანია. მე პირადად თამარ ჟვანიასთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ მაქვს,“-ამბობს გაბუნია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


