პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნიკოლას ქვიქთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბერძნეთისა და საქართველოს ტრადიციულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დიასპორის საკითხების განხილვას დაეთმო.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მოქალაქეობის წესისა და დიასპორის ახალი ფორმულირების მიმართულებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუმარმა საბერძნეთის გამოცდილებაზე ისაუბრა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ასევე რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდა.
დღესვე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნიკოლას ქვიქს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


