პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს დებატებში იწვევს
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კონკურენტებს გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს დებატებში იწვევს.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია არაღირსეულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ არის ევროპული და ცივილური.
„ეს საარჩევნო კამპანია, როგორც ყველა ხართ მოწმე, ვითარდება როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება - ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიის და სამწუხაროდ, ეს ლახავს ასევე საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან, რომელიც ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს წარმოადგენს. ამ პირობებში ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან, ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იმისგან, რომ მე საზოგადოებას, ამომრჩევლებს პატივს ვცემ და სარჩევნო ვითარებას ვცემ პატივს, ჩავთვალე, რომ მე უნდა გადავლახო ის ყველაზე ძლიერი განცდა, რაც დღეს გამაჩნია და რაც მე მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


